16 იანვარი 2022, 15:25 3151 ნახვა

სიახლეები და გამოწვევები

დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს 13.9%-ს მიაღწია და მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის 11%-ით გადააჭარბა - რამდენად ადეკვატურად აფასებს ხელისუფლება შექმნილ ვითარებას და როდის უნდა ველოდოთ ფასების დარეგულირებას - სტუმარი საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.

 ნოემბერში მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით 17.2%-ით, ხოლო ოქტომბერთან შედარებით 1.92%-ით გაიზარდა - განმარტებები კითხვაზე უკავშირდება თუ არა ტენდენცია ფასების ცვლილებას კომუნალურ გადასახადებზე - სტუმარი სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გია სანიკიძე.

 1 იანვრიდან "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონი ამოქმედდა - რა იცვლება სამეწარმეო საქმიანობის რეგულირების წესებში და როგორ აფასებს დოკუმენტს ბიზნესი - სტუმარი იურისტი დავით ჭყონია.