თანამედროვე კომედიის ჰამლეტი - ბილ მარეი

16 იანვარი 2022, 14:33 1069 ნახვა

თანამედროვე კომედიის ჰამლეტი - ბილ მარეი

ბილ მიურეის (მარეი), მსახიობი, რომელსაც წარბის ერთი აწევით მაყურებელზე შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. მელანქოლიისა და სარკაზმის მეფე. მსახიობის სახელი გასცდა კინოსამყაროს და ურბანულ ლეგენდებში გადაინაცვლა, ის ამერიკის ერთგვარი კულტურული ფენომენია, მონაპოვარი, რომელიც ყველას უყვარს. დაახლოებით ისეთ სტატუსს მიაღწია, რომელსაც სიცოცხლეში იშვიათად აღწევენ ხოლმე. მასზე უამრავი ლეგენდა და ისტორია არსებობს, რომლებიც ურბანულ სივრცეებში დაიწერა. მიურეი პოპ-კულტურის ხატად იქცა. მისი გამოსახულებით მაისურები კი ჩე გევარას პორტრეტების გვერდით იყიდეება.