ხელოვანთა დაჯილდოება

24 დეკემბერი 2021, 17:05 2314 ნახვა

ხელოვანთა დაჯილდოება

# კონტაქტი

რამდენიმე დღის წინ ბათუმში ხელოვანების დააჯილდოება გაიმართა. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ნომინაციების ჩამონათვალი. შესაბამისად ნომინანტთა რაოდენობაც არ იყო მცირე. შერჩევის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენდა მათი წვლილი ეროვნული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

დღევანდელი, 24 დეკემბრის გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი იყო აჭარის დამსახურებული მხატვარი, აჭარის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გურამ ფუტკარაძე,რომელიც გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში „წლის ხელოვანი“.

გადაცემის მეორე ნაწილში ტელეფონით გვერთვებოდა

ანდრო ენუქიძე- ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნომინაციაში „რჩეული ხელოვანი“ გამარჯვებული .

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი კი 2021 წლის „რჩეული კოლექტივი“ გახდა.