ახალგაზრდული მუშაკის პროფესია

20 დეკემბერი 2021, 17:10 11816 ნახვა

ახალგაზრდული მუშაკის პროფესია

# კონტაქტი

თანამედროვე ეპოქაში ბევრი პროფესია ნაკლებად მოთხოვნადი ხდება და მათ თანდათან ახალი ენაცვლება , რომლებიც დასავლური დემოკრატიის გავლენით საქართველოშიც მკვიდრდება . ერთ-ერთი ასეთი პროფესიაა ახალგაზრდული მუშაკი, რომელიც არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებს ეხმარება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში . სწორედ ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას ისახავს მიზნად არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“, რომელმაც ახალგაზრდული მუშაკის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.

ამ თემაზე დღევანდელი, 20 დეკემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუმარი იყო არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლი“ გამგეობის თავმჯდომარე ნოდარ მამინაიშვილი.