კორონავირუსი და ბავშვები

14 დეკემბერი 2021, 17:10 12004 ნახვა

კორონავირუსი და ბავშვები

# კონტაქტი

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ათი კოვიდინფიცირებულიდან ორი ბავშვია.სამწუხაროდ კორონავირუსის სხვადასხვა შტამის სამიზნედ ბავშვები რჩებიან და ვირუსი რა კვალს დატოვებს მათ ორგანიზმში ამის პროგნოზირება რთულია.

ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სხვადასხვა ასაკის ბავშვების აცრა. საქართველოში იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე მოზარდების „ფაიზერით“ აცრის რეკომენდაცია გაიცა.

დღევანდელი , 14 დეკემბრის გადაცემაში ბავშვთა აცრის მნიშვნელობაზე , კოვიდის შემდგომ გართულებებზე და მათ მართვაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის პედიატრი თამაზ სურმანიძე.