დილის რადიო

01 დეკემბერი 2021, 10:10 2752 ნახვა

დილის რადიო

1 დეკემბერი  2021

გადაცემის სრული ჩანაწერი 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან.. დღის კალენდარი, ჰოროსკოპი , ვალუტის კურსი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად. ბათუმმა „იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა. რუბრიკის სტუმარი: ჯემალ წულუკიძე - აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

ყოველ ოთხშაბათს ჩვენს გადაცემაში თამარ ორაგველიძე „ბათუმურ დღიურებს“ გთავაზობთ- უჩვეულო მოგზაურობაში გეპატიჟებათ ბათუმის წარსულში . დღევანდელი თემა მეოცე საუკუნის დასაწყისის ბათუმში გამომავალი სარეკლამო განცხადებებით აჭრელებული გაზეთებია.

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი „შენი იდეა ბათუმს“ დღეს ხმის მიცემის ბოლო დღეა გამარჯვებული იდეები ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან მილიონი ლარით დაფინანსდება.

დილის რადიოს სტუმრები: ნათია აფხაზავა- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი და გიორგი სურმანიძე- ბათუმის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი