„კრავთა დუმილი" - რთული კულტურული მემკვიდრეობა და ანტაგონისტის ახალი სახე

21 ნოემბერი 2021, 00:10 4951 ნახვა

„კრავთა დუმილი" - რთული კულტურული მემკვიდრეობა და ანტაგონისტის ახალი სახე

საკულტო თრილერს, რომელშიც ჯოდი ფოსტერის გმირი კლარისა სტარლინგი FBI-ს აგენტია, სერ ენტონი ჰოპკინსის გმირი ჰანიბალ ლექტერი კი ფსიქოპატი მანიაკია - 30 წელი შეუსრულდა. ფილმი FBI-ს აგენტზე რომელიც სერიულ მკვლელს ეძებს, მისი მთავარი დამხმარე კი ფსიქოპატია, კულტურულ ფენომენად იქცა. თუმცა, თავიდან ამას, რა თქმა უნდა, არავინ ელოდა.

მაგრამ პირელად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო 1988 წელს, თომას ჰარისის მიერ,გამოცემული წიგნი „კრავთა დუმილი". 3 წლის შემდეგ რეჟისორი ჯონათან დემი იღებს ფილმის ადაპტაციას და პოპულარულ კულტურაში შესანიშნავად შემოჰყავს კლარისა სტარლინგი და ჰანიბალ ლექტერი, ორი მთავარი გმირი, თავიანთი სამყაროებით. ფილმი ერთადერთი ჰორორია, რომელმაც საუკეთესი ფილმის კატეგორიაში ოსკარი მოიგო.