კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების რიგით 26-ე კონფერენციის წინა შეხვედრა

25 ოქტომბერი 2021, 20:58 3974 ნახვა

კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების რიგით 26-ე კონფერენციის წინა შეხვედრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26- კონფერენციის (COP26) წინა შეხვედრას დაესწრო, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, საქართველოში ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოების ორგანიზებით გაიმართა.

,,მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ელოდება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების რიგით 26- შეხვედრას, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან მკაფიოდ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული დოკუმენტი, ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას ლევან დავითაშვილმა, რა გეგმაზე საუბრობდა ბატონი ლევანი და რას უნდა მოველოდოთ ამ შეხვედრიდან, რომელიც 2021 წლის 31 ოქტომბრიდან  დაიწყება ქალაქ გლაზგოში, ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და რისკების დასაძლევად საქართველოს მიდგომების შესახებ, გადაცემაზე კითხვებზე გვპასუხობს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს ხელმძღვანელი მაია ცხვარაძე.