შენი იდეა ბათუმს

07 ოქტომბერი 2021, 17:14 16921 ნახვა

შენი იდეა ბათუმს

# კონტაქტი

ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს , დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით 2019 წლიდან ახორციელებს პროექტს „შენი იდეა ბათუმს“. პროექტის მიზანია ბათუმელების ჩართულობა ქალაქის ბიუჯეტის მიზნობრივ მართვაში.

30 სექტემბერს დასრულდა 2022 წლის იდეების რეგისტრაცია. სულ შემოვიდა 71 იდეა. ამჟამად მიმდინარეობს იდეების ანალიზი, 15 ნოემბრიდან კი დაიწყება ხმის მიცემა. გამარჯვებული იდეების დასაფინანსებლად ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.

პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ მნიშვნელობას და მოსალოდნელ შედეგებს დღევანდელი, 7 ოქტომბრის გადაცემა დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ მაგდა ჩოგაძე - ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და თეონა დიასამიძე- ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი.