მაუწყებლობა
  • ქარ
    ქარ
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • LIVE
  • პროგრამა
კომპეტენტური პასუხი
  • კომპეტენტური პასუხი
  • გუნდი

გაზიარება:

გადაცემის წამყვანი: მაია ვარშანიძე

თეკლა მჭედლიძე
პროდიუსერი
მაია ვარშანიძე
ავტორი და წამყვანი
  • ფილტრი
  • დროის მიხედვით

კომპეტენტური პასუხი

ალეკო ელისაშვილმა ბათუმში „ სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი ოფიციალურად გახსნა. ხომ არ დაიწყო ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირების პროცესი, რა იქნება სამოქლაქო მოძრაობის მთავარი ფუნქცია და ვინ გაერთიანდა ახალი მოძრაობის გარშემო. „სამოქალაქო მოძრაობის" ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი გენრი დოლიძე პასუხობდა გადაცემაში დასმულ შეკითხვებს.
2019 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი დამტკიცებულია. რა იქნება მომავალ წელს პრიორიტეტული და როგორ აფასებენ ოპონენტები აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე წლის მუშაობას. გადაემის პირველი ნაწილის სტუმარი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალუირი მოძრაობიდან გია აბულაძე. პირდაპირ ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ნაწილში დასმულ შეკითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე პასუხობდა.
17.12.2018. საქართველოს რიგით მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტის ინავგურაცია. სალომე ზურაბიშვილის გზავნილები, ახალი კონსტიტუცია და ოპოზიციის მოთხოვნები. სტუმრები:პოლიტოლოგი გელა ირემაძე და კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე .
წლებია რატომ საუბრობენ ფერმერები შხამქიმიკატების უხარისხობაზე და რატომ არის აჭარაში სოფლის მეურნეობის კულტურების ნაწილი სარეალიზაციოდ უვარგისი. სტუმარი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ასმათ დიასამიძე გახლავთ. გადაცემის მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე პასუხობს.
“პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაწყობას”-აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიმართვა ოპონენტებს და სხვადასხვაგვარად აღქმული განცხადება. სტუმრები: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძრვანელი ასლან ჭანიძე და ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა მდინარაძე.
ქართულ ოცნება პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ქალაქებს არჩევს. გაერთიაენებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე ხელისუფლებას ხუთკაციან საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას თხოვს. როგორ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები განვითარედეს?- „კომპეტენტურ პასუხში“ ამ თემაზე პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე საუბრობს. პირდაპირ ეთერში ექსპერტი გია ნოდია ჩაერთო.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები. სტუმარი გაერთიანებული ოპოზიციიდან მურმან დუმბაძე. გადაცემის მეორე ბლოკში კითხვებს ქართული ოცნების წარმომადგენელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია პასუხობს.
უკრაინა საომარი მოქმედებების ზღვარზე. რა გავლენას მოახდენს რუსეთ - უკრაინის პროცესები საქართველოზე? ამ თემაზე საერთაშორისო მიმომხილველები, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ირაკლი გორგილაძე და ლაშა ბაჟუნაიშვილი საუბრობენ. პირდაპირ ეთერში სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის „არსენალი“ დირექტორი“ ირაკლი ალადაშვილი და საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ჩაერთვნენ .
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. სალომე ზურაბიშვილი თუ გრიგოლ ვაშაძე ვინ რისთვის ემზადება და ვისზე შეაჩერებს საკუთარ არჩევანს საქართველოს მოსახლეობა?- „კომპეტენტურ პასუხში“ საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერები ერთმანეთის პირისპირ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქარტული ოცნება- მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე და გაერთიანებული ოპოზიციიდან რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი.
ვისი შავი საბანკო ისტორიის გათეთრება გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რატომ თვლის ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად მესამე სექტორი პრემიერის ახალ ინიციატივას და რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას 600 ათასი მოქალაქისთვის დავალიანების ჩამოწერამ - ამ თემებზე „კომპეტენტურ პასუხში“ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესორი, ლიჯისტიკის საერთაშორისო ანალიტიკოსი თეგიზ აფხაზავა საუბრობს. პირდაპირ ეთერში „საზოგადოება და ბანკების“ ერთერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე და ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩაერთვნენ.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. შეუქნის თუ არა არჩევნების თარიღი, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დისკომფორტს საკუთარი ნების გამოხატვისას და შეიძლებოდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუსაო დღეს ჩანიშნულიყო?- გადაცემის პირველ ნაწილის სტუმრები დემოკრატიის ინსტიტურის აღმასრულებელი დირექტიორი არჩილ ხახუტაიშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი მირდატ ქამადაძე. პირდაპირ ეთერში სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირქეტორი მიხეილ ბენიძე ჩაერთო. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება -მაჟორიტარების“ ხელმძღვანელი ილია ვერძაძე პასუხობს .
შვილმოკლული მამების უპასუხოდ დარჩენილი აქციები, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, არასამთავრობოების როლი და ხელისუფლების ნაბიჯები- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძრვანელი ანა მდინარაძე საუბრობენ.პირდაპირ ეთერი საპროტესტო აქციიდან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ჩაერთვნენ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. რა გზებს და მეთოდებს იყენებენ ერთმანეთის პირისპირ მდგომი პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის გულის მოსაგებად. ვის რა შანსი აქვს და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები?- ამ და სხვა საკითხებზე გადაცემის პირველ ნაწილში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე და პოლიტოლოგი ირაკლი მანველიძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში კითხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე, ქართული ოცნებიდან კი აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია პასუხობენ.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და მეორე ტურამდე განვითარებული პოლიტიკურ პროცესები. - საუბრობენ დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი და პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე. პირდაპირ ეთერში უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ჩაერთო.
რა წინააღმდეგობებს აწყდება ევროკავშირის მისია მუშაობის დროს და რა როლი აკისრია მონოტორინგის ჯგუფს მხარეთა ურთიერთობების დარეგულირების საქმეში?-ამ და სხვა საკითხებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი საუბრობს.
რა აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარმა შედეგებმა. პოლიტიკური შეფასებები. „კომპეტენტურ პასუხის “სტუმრები ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე და ევროპული საქართველოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმნძღვანელი რაულ თავართქილაძე.
  • ‹
  • 1
  • 2
  • ...
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • ...
  • 31
  • 32
  • ›
  • ჩვენ შესახებ
  • კონკურსები
  • მენეჯმენტი
  • რეკლამა
  • არჩევნები 2024
  • სტრატეგია
  • თვითრეგულირება
  • მრჩეველთა საბჭო
  • კონტაქტი
By EREDELI & Future Connections
მაუწყებლობა
მაუწყებლობა

AzerSpace: 1 46.o E
Format: Mpeg 4
Standart DVB-S2
Frequency (MHz): 11094
Polarization: H (ჰორიზ.)
Symbol Rate: 30000
FEC: 5/6

გაფართოებული ძებნა
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • ძებნა
  • Live ტელევიზია
  • Live რადიო
  • პროგრამა