ღია ეთერი

ღია ეთერი

გადაცემა "ღია ეთერი" ბავშვთა საკითხებზე მუშაობს. ბაღები, სკოლები, განათლების სისტემა, მოზარდების წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემები. გადაცემაში ვსაუბრობთ ყველა აქტუალურ თემაზე, რომელიც, შესაძლოა, პირდაპირ და ირიბად ეხებოდეს ბავშვებს.

სპეციალისტებთან ერთად, ხშირად მოისმენთ მოზარდების პოზიციას სხვადასხვა საკითხზე, რომელიც უშუალოდ ეხებათ.   

მხარს ვუჭეთ და პოპულარიზაციას ვუწევთ მოზარდებში  ჯანსაღის ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ბევრს ვსაუბრობთ სპორტულ თუ კუტურის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე, რომლებიც  საზოგადოებას  აღელვებს.    

დაგვირეკეთ  და  მიიღეთ  მონაწილეობა  გადაცემაში.
27 43  91   ან  გვეწვიეთ  აჭარის  რადიოში

გადაცემის არქივი

წერილები თოვლის პაპას და ,,ჯადოსნური ღამის’’ მოლოდინი - გაეცი სითბო , სიყვარული და გახდი თოვლის ბაბუა - გადაცემის პირველ ნაწილში საქველმოქმედო ორგანიზაციის , ფონდ ,, იალქანის ‘’დღის ცენტრის ბენეფიციარებს და ამავე ფონდის ხელმძღვანელს –ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელს აჭარაში თიკო აბაშიძე შეხვდებით .ბავშვებმა თოვლის პაპას წერილები გაუგზავნეს და თავიანთი საახალწლო სურვილები გაანდეს ..რამდენიმე დღის წინ ეს წერილები რადიო აჭარის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა , დღეს კი ბავშვები თავად არიან გადაცემის სტუმრები .მოუსმინეთ პატარებს და თუკი სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ დაეხმარეთ მათ .. შეუქმენით სადღესასწაულო განწყობა და გაულამაზეთ ახალი წელი . #გაეცისითბოსიყვარულიდაგახდითოვლისბაბუა

17 დეკ 2018

,,არა ბულინგს'' ,,არა ძალადობას-ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეული, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით და საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით იმართება .‘’ - კამპანია -,საქართველოს 7 ქალაქში - 10 დეკემბერს დაიწყო და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება . მისი მიზანია არასრულწლოვნებში ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენცია.,ანტიბულინგურ კამპანიას გადაცემა ,,ღია ეთერიც ’’ შუერთდა ...-დეტალები დღეს გადაცემაში ,, ღია ეთერი''ტალღაზე FM 104.5 #კიბერბულინგი:#ფილმისჩვენება;#არტნამუშევრებისგამოფენა:#ვიდეორგოლებისკონკურსი #ვერლომარათონი გადაცემის სტუმრები:ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ- ირაკლი გაჩეჩილაძე, საქართველოს პტოკურატურის ადმინისტრაციის უფროსი მაგდა კაპანაძე მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი - ხატია ბაშარული, და ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან ქეთევან ნაცვლიშვილი

13 დეკ 2018

ინტელექტუქლური თამაშები და მოზარდები . შემეცნებით- საგანმანათლებლო პროექტი “ტვინების ბრძოლა”, რომლის მიზანია მოზარდებში ლოგიკური აზროვნების განვითარება და არაფორმარული მეთოდებით განათლების დონის ამაღლება. სტუმრები: ნორჩი მოაზროვნეები, ინტელექტუალური გუნდური თამაშების მონაწილეები, გამარჯვებულები და პროექტის ხელმძღვანელები . ბათუმის მე -4 და 22-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები - თეკლა გოგიშვილი ,ანა ბოლქვაძე .გოგა ლორთქიფანიძე და ნიკა კეჟერაძე .. პროექტის ხელმძღვანელი შემეცნებით- საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი კომპანია.Brains.ge–ს წარმომადგენელი აკაკი გოგოლიძე ( სატ. ჩართვა ) გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..ყოველ სამშაბათს და პარასკევს 13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

29 ნოე 2018

იმიტირებული არჩევნები , პროექტი ,, მეტი შეგვიძლია ‘’ , რომელიც ახალგაზრდების და მოზარდების არჩევნებში მონაწილეობისთვის მომზადებას ემსახურება .. პროექტს საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია გერმანულ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს .. #პირველინაწილისთემა რა მნიშვნელობა აქვს იმიტირებულ არჩევნებს მოზარდებისთვის და როგორია შედეგები .. #მეორენაწილში გავიგებთ რას ფიქრობენ მოზარდები , რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და რას შეცვლიდნენ უკეთესი მომავლისთვის სახელმწიფოს მეთაურის პოსტი რომ ეჭიროთ .. მომავალი თაობის გზავნილები და მოსაზრებები საქართველოს მომავალზე და დღევანდელობაზე.. #სტუმრები -ქვეყნის პატარა მოქალაქეები .პროექტ „მეტი შეგვიძლია!’’ ს მონაწილეები ევრო - 2000 ის მეოთხეკლასელები -ელენე ბერიძე, ნათია ირემაძე ,გიორგი მურუსიძე და ზურაბ კუნჭულია გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..ყოველ სამშაბათს და პარასკევს 13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

26 ნოე 2018

მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო დღე- #არაბავშვთამიმართძალადობას.... ,,.არტ - მარი''ს სახელოსნო , საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,, მწიგნობარი“ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ თანა’’-ს შემოდგომის დღესასწაული - ეს გახლავთ თემები , რომლებსაც დღევანდელ გადაცემაში გავაშუქებთ .. პირველ ნაწილში შემოქმედებითი სახელოსნო "ART-მარი"-ს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაზე ვისუბრებთ .. მეორე ნაწილი საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,, მწიგნობარი“ -ს წევრებს და მათ ხელმძღვანელს დაეთმობათ.. მესამე ნაწილში კი სარეაბილიტაციო ცენტრ ,, თანა’’–ს შემოდგომის დღესასწაულზე მოგითხროთ .. #გადაცემის სტუმრები -შემოქმედებითი სახელოსნო "ART- მარი" ს მოსწავლეები, გამოფენის მონაწილე ნორჩი მხატვრები და სახელოსნოს ხელმძღვანელი, მხატვარ დიზაინერი მარიკა ლელაშვილი..საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,, მწიგნობარი“ -ს ხელმძღვანელი მანანა წულუკიძე . და ორგანოზაციის წევრები ,ზედა თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა დუმბაძე .,ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი შაინიძე და ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა სურმანიძე .სარეაბილიტაციო ცენტრ .. თანა’’-ს დირექტორი ნანა საყვარელიძე (სატ ჩართვა ). გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

19 ნოე 2018

"Tirnavia Ice cup 2018"- საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები , ნორჩი ჩემპიონები- გადაცემაში ,, ღია ეთერი '' - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 1- 4 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში ფიგურულ ციგურაობაში ჩატარდა თასის გათამაშება - "Tirnavia Ice cup 2018" - რომელშიც იუნიორთა და ნოვისების კატეგორიაში 20-ზე მეტი ქვეყნის 125-მდე მოციგურავე გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა. საერთაშორისო ტურნირში საქართველოდან ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავეები, #ნორჩიჩემპიონები ასპარეზობდნენ: ,სხვადასხვა კატეგორიებში პირველი ადგილი დაიკავეს- ქეთევან მახარაძემ (9 წლის) დავით გურგენიძემ (10 წლის) და ილია გოგიტიძემ (13 წლის) #გადაცემისსტუმრები სწორედ ეს წარმატებული მოციგურავეები , საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები,. და სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მწვრთნელი, სპორტის ოსტატი ინგა ბუტიკაშვილი იქნებიან. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

15 ნოე 2018

,სიკეთის საგალობელი’’-ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები –საქველმოქმედო საღამოები და ,,ბედნიერი სახლის’’ მშენებლობა -გადაცემაში ,, ღია ეთერი '' - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 „სიკეთის საგალობელი’’-ბერი ანდრიას (ერისკაცობაში ნუგზარ მილორავას )ლიტერატურული კრებულის სცენაზე გაცოცხლებული ჩანახატები – ბერი ანდრიას #ფონდისშვილობილები მთელი საქართველოს მაშტაბით საქველმოქმედო საღამოებს აწყობენ.. გასტროლები აჭარიდან დაიწყო. .. ღონისძიებებიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას მოხმარდება.სამწუხაროდ, საქართველოში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა რიცხვი დიდია. ისინი ფიზიკურ ტკივილებს უმკლავდებიან, სულიერადაც მხნედ არიან, მაგრამ ჩვენი დახმარება აუცილებლად სჭირდებათ..

12 ნოე 2018

#თემა,,ოქროს მანდარინი“;-ბავშვთა პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ... #სტურმები . აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მადონა თევზაძე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე , თეატრმცოდმე ლილე შენგელია. აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საბავშვო თეატრალური დასის რეჟისორი რევაზ ბაინაზიშვილი და ნორჩი მსახიობი, სასახლის თეატრარული დასის წევრი, ნაბრი მიქელაძე.. 4 –დან 7 ნოემბერის ჩათვლით ბათუმი ბავშვთა პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ ,,ოქროს მანდარინს“. მასპინძლობდა .. ფესტივალის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,Yaskrava kraina"მხარდაჭერი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)

08 ნოე 2018

ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი – სტარტაპ იდეები და შესაძლებლობები... რა მნიშნელობა აქვს მოზარდებისთვის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ბანაკს ,რომელსაც ბათუმი მასპინძლობდა , რა სტარტაპ იდეები წარადგინეს და რა პრაქტიკული რჩევები მიიღეს ახალგაზრდებმა ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისგან. ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ .. შეხვდებით მოზარდებს , რომლებსაც აქვთ ინოვაციური სტარტაპ იდეები , აქვთ სურვილი მიიღონ შესაბამისი ცოდნა და გახდნენ წარმატებული #ანტერპრენერები – ანუ საქმიანი ადამიანები , მეწარმე –მენეჯერები ..2 დან 4 ნოემბრის ჩათვლით ბათუმი #ინოვაციებისადათანამედროვეტექნოლოგიებისბანაკს მასპინძლობდა #სტურმები . -აჭარის მთავრობის თავჯდომარის მრჩეველი გოგი ფუტკარაძე. ბათუმის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილე მოზარდები .. ქართულ ამერიკული სკოლის მოსწავლეები სალომე მიქელაძე , ანა ქამადაძე და ბათუმის მე–9 საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ ქოქოლაძე .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან ქეთი ნაცვლიშვილი)

05 ნოე 2018

იმიტირებული არჩევნები , პროექტი ,, მეტი შეგვიძლია ‘’ , რომელიც ახალგაზრდების და მოზარდების არჩევნებში მონაწილეობისთვის მომზადებას ემსახურება .. პროექტს საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია გერმანულ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს - ეს იქნება გადაცემის პირველ ნაწილის თემა . #სტურმები . წყავროკას საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე , სამოქალაქო განათლების 2017 წლის საუკეთესო პედაგოგი იმაზე მემარნე .. ევრო - 2000 ის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქეთევან რუსიეშვილი ,ამავე სკოლის თვითმმართელობის პრეზიდენტი ლაშა -გიორგი მიქელაძე და სკოლაში ჩატარებული იმიტირებული არჩევნების კომისიის თავჯდომარე ლიზი ვერძაძე . #მეორენაწილი დაეთმობა .. ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს ..ბანაკი სამდღიანი გახლავთ და განკუთვნილია აჭარის რეგიონის 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის ...#სტუმარი ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის წარმომადგენელი მარიამ სუმბაძე (სატ. ჩართვა)გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან ქეთი ნაცვლიშვილი)

01 ნოე 2018