აჭარის სასკოლო ლიგა 

20 ივლ 2022

აჭარის სასკოლო ლიგის გამარჯვებული ბათუმის მე-17 სკოლის საფეხბურთო გუნდი გახდა.  ფინალური შეხვედრა მე-13 და მე-17 სკოლებს შორის გაიმართა. მატჩი 2-1 დასრულდა.

სასკოლო ლიგა ბათუმში პირველად ჩატარდა, მასში 24 სკოლა მონაწილეობდა და  თამაშები 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჩემპიონატი აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.