დეოლიგარქიზაცია - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 

19 ივლ 2022

რა უნდა ჩაიწეროს დეოლიგარქიზაციის კანონში? - ეს საკითხი მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს შორის დავის საგანია.

რიგგარეშე სესიის ჩატარებაზე "ოცნების" უარის შემდეგ, პარტიები ამბობენ, რომ არ აპირებენ მმართველ ძალასთან ერთად არცერთ სხვა ფორმატში მუშაობას. თუმცა პარლამენტში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა გრძელდება. 

ცოტა ხნის წინ დასრულდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც უკრაინული ანტიოლიგარქიული კანონის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა.