"დინამო ბათუმის" და პოზნანის ''ლეხის'' თამაშის 18 000 ბილეთი გაიყიდა

18 ივლ 2022

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის "დინამო ბათუმის" და პოზნანის ''ლეხის'' მატჩის ბილეთების 90% გაყიდულია. არასრულ 6 საათში 18 000 ბილეთის რეალიზება მოხდა.

ამ დროისთვის გაყიდვაში მხოლოდ 20 და 35 ლარიანი ლარიანი ბილეთებია დარჩენილი. შეხვედრის დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტ Biletebi.ge-ზე მიმდინარეობს.

''დინამოს'' და ''ლეხის'' საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს ბათუმში 21:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი პირველი მატჩი პოზნანში 21 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება.