საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავს

15 ივლ 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე სხდომების მოწვევას გეგმავს.

პრეზიდენტის განკარგულება, რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე, პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.

სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა.