2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა - კვარაცხელიას პირველი მატჩში "ნაპოლიში"

14 ივლ 2022

ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი კლუბის შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ნაპოლი ახალი სეზონისთვის სამზადისში ამხანაგურ შეხვედრაში სამოყვარულო კლუბ ანაუნეს დაუპირისპირდა, სადაც ხვიჩა ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.

მატჩის დასაწყისში კვარაცხელიამ საჯარიმოში 2 მეტოქე მოატყუა და რაჰმანის გაატანინა.

26-ე წუთზე კი ქართველმა ნაპოლის მაისურით სადებიუტო გოლის გაიტანა. პეტანიას გადაცემის შემდეგ ხვიჩამ ერთი შეხებით გოლის გატანა მოახერხა.

38-ე წუთზე ანგისას გადაცემის შემდეგ კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთის თავზე გადაგდებით დუბლი გაიფორმა. საბოლოო ჯამში ნაპოლმა ტაიმი 4:0 მოიგო.

ხვიჩას ანგარიშზე კი 45 წუთში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო. მატჩის სტატსიდან გამომდინარე მეორე ნახევარში შემადგენლობა შეიცვალა. ნაპოლი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 17 ივლისს სერია B-ს წევრ პერუჯასთან გამართავს. სეზონის პირველი ოფიციალურ შეხვედრას კი ნეაპოლელები 14 აგვისტოს გასვლაზე ვერონასთან გამართავს.