უვიზო მიმოსვლა ალბანეთში

12 მაი 2016

ტურისტული სეზონის პერიოდში საქართველოს მოქალაქეები ალბანეთში უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას. ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 15 მაისიდან შევა ძალაში და მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე იმოქმედებს. ალბანეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ვიზიტისთვის მხოლოდ საერთაშორისო პასპორტი იქნება საკმარისი. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მოზიდვაა - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. საქართველოსთან ერთად, ალბანეთმა უვიზო რეჟიმი საუდის არაბეთისთვის, ყატარისთვის, რუსეთისა და ბელორუსისთვის შემოიღო.