პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია და ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა ჯგუფის გადაწყვეტილება

13 ივლ 2022

საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა სრულად შესრულებულად მიიჩნია - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების და დისციპლინური გადაცდომების შესახებ გენერალური პროკურორის ბრძანების გამოცემას.