ბათუმში ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა

13 ივლ 2022

ბათუმში, პუშკინისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების კვეთასთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეხაჯა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი, მდგომარეობა სტაბილურია, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება და ამ ეტაპზე, დამატებითი კვლევები უტარდება.