ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

10 ივლ 2022

დღეს დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან სულ ექვსი გუნდი მონაწილეობს.

ჩემპიონატის პირველ ტურში „ბათუმმა“ ზესტაფონის „მარგვეთს“ უმასპინძლა და 1:5 დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ „ბათუმმა“ გასული წლის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, „მარგვეთმა“ კი ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მორიგ შეხვედრას „ბათუმი“ გორში, „დილას“ წინააღმდეგ გამართავს.