მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

10 ივლ 2022

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს 16 დან 20 წლამდე ან უვადო  პატიმრობა ემუქრება.  პროკურატურამ  მას ბრალი უკვე წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

შსს-ს ინფორმაციით ირკვევა, რომ  2 დღის წინ თბილისში, ბრალდებულმა მძინარე მეუღლეს ჩაქუჩით თავზე დაზიანება მიაყენა.

მიყენებული დაზიანების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.