„სარაგბო ზეიმის“ ფარგლებში სუხიშვილების კონცერტი გაიმართა

10 ივლ 2022

სარაგბო ზეიმის" ფარგლებში, ბათუმში ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების კონცერტი გაიმართა. ევროპის მოედანზე საღამო ადგილობრივმა ბენდებმა გახსნეს, მოგვიანებით კი მაყურებლის წინაშე სუხიშვილები წარსდგნენ

საქართველოსა და იტალიის ეროვნული ნაკრებების ტესტ-მატჩი  დღეს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

რაგბის იმ ქომაგებისთვის, რომლებიც ბათუმში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, ქვეყნის 24 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი დიდი მონიტორებზე მოეწყობა.