ფემიციდის ფაქტი - დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

09 ივლ 2022

65 წლის მამაკაცს, რომელმაც მეუღლე სასიკვდილოდ გაიმეტა, ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. დაკავებულმა მეუღლე სასიკვდილოდ ოჯახური კამათის გამო გაიმეტა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი უროა. საზარელ დანაშაულს თვითმხილველიც ჰყავს - ფაქტს მათი შვილი შეესწრო, რომელმაც პოლიციას და სასწრაფოს მომხდარის შესახებ თავად შეატყობინა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.