საქართველო VS იტალია - ხვალ რაგბია

09 ივლ 2022

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კვირას მორიგი მატჩი ელის მეტოქესთან, რომელთან გამარჯვებასაც ბორჯღალოსნების ქომაგი განსაკუთრებულად ელის. საუბარია იტალიის ეროვნულ გუნდზე, რომელიც ექვსი ერის და ზოგადად, ტიერ-ერთის-ის მეორე ნაკრებია. მოახლოვებულ შეხვედრას მნიშვნელობა აქვს მსოფლიო რაგბის რეიტინგის კუთხითაც.

გუნდებს შორის შეხვედრა ხვალ აჭარაბეთ არენაზე 20-ზე დაიწყება. ისტორიულ შეხვედრას საზეიმო ვითარებაში ხვდება ქალაქი ბათუმი. უკვე ბათუმში იმყოფებიან  ქართული და იტალიური რაგბის წარმომადგენლები. 

წუხელ საქართველოს რაგბის ფედერაციამ იტალიის რაგბის კავშირის წარმომადგენლებს უმასპინძლრა.