''დინამო'' ბათუმი გულშემატკივარს მოუწოდებს სტადიონზე, დადგენილი წესები დაიცვან

09 ივლ 2022

13 ივლისს ''დინამო'' ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბრატისლავის ''სლოვანს'' უმასპინძლებს.

მოახლოებულ შეხვედრას ბათუმში  დიდი ინტერესი ახლავს.
მატჩამდე 1 კვირით ადრე შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა.

''დინამო'' სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ანთავსებს და გულშემატკივარს მოუწოდებს დადგენილი წესები დაიცვან:

  • ყველა მაყურებელმა უნდა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.
  • - სტადიონზე იკრძალება კიბეებზე და საევაკუაციო გასასვლელებში დგომა (გაჩერება)
  • - სტადიონზე აკრძალულია გულშემატკივრის ქცევა რაც საფრთხეს უქმნის მის ან/და სხვა პირთა ჯანმრთელობას/სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას
  • -  მაყურებელი ვალდებულია დაემორჩილოს სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას
  •  - სტადიონზე იკრძალება სექტორში ფეხზე დგომა და ხილვადობის შემცირება სხვა მაყურებლისთვის
  • -  იკრძალება სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება, -სტადიონის ტერიტორიაზე რაიმე სახის ნახატის ან ბანერის, რეკლამის გაკვრა წინასწარი შეთანხმების და ნებართვის გარეშე
  • -  იკრძალება სტადიონის ტერიტორიის ღობეებზე აძრომა, -იკრძალება ნებისმიერი საგნის,ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე
  • - სასტიკად აკრძალულია მაყურებლის შეჭრა სათამაშო მოედანზე.

ყველა წესის დაცვა აუცლიებელია, რადგან გუნდს და სტადიონს შემდეგ მატჩებში ''უეფასგან'' სანქციები არ დაემუქროს.

შეგახსენებთ,რომ 6 ივლისს ბათუმელებმა ბრატისლავაში ''სლოვანს'' ფრედ 0-0 ეთამაშეს. 13 ივლისს 21:00 საათზე კი მეტოქეს ბათუმში მიიღებს.