ესტონეთის პრემიერ მინისტრმა თანამდებობა დატოვა

08 ივლ 2022

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. 

კალასის თქმით, თანამდებობა თავისი ინიციატივით დატოვა.

გადადგომის შესახებ განცხადებას წინ უძღვოდა ესტონეთის სამი პარტიის ლიდერის შეთანხმება ახალი კოალიციის ჩამოყალიბებაზე.

"რეფორმების პარტიამ", "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" და პარტია "სამშობლომ" კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე თითქმის ერთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს.

არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სამინისტროების განაწილების პროცესი დაიწყება.