„ქართველი, მაშასადამე ევროპელი“ - ფილმის ჩვენება ბათუმის ბულვარში

08 ივლ 2022

„ქართველი მაშასადამე ევროპელი„ -  ფილმს სახელწოდებით „თავისუფლებისთვის“ საზაფხულო თეატრის მიმდებარედ, დიდ ეკრანზე საღამოს 9 საათზე უჩვენებენ. იგი საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის  ბრძოლაზე მოგვითხრობს. ფილმის ჩვენება ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და აფხაზთა კრების დეოლიგარქიზაციის კამპანიის ფარგლებში გაიმართება.