შედგება თუ არა დაანონსებული კონფერენცია

07 იან 2017

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შორის დაპირისპირების შემდეგ  პარტიულმა შიდა უთანხმოებამ, აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციაშიც გადმოინაცვლა. ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ხულოში   დაგეგმილი კონფერენცია, რომელიც პარტიის, ე.წ-ლი მიშას მომხრეების  ინიციატივაა ვერ იქნება ლეგიტიმური. კახა დეკანაძე მათ  პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს.