12 რეკომენდაცია - კონსულტაციები პარლამენტში

07 ივლ 2022

როგორ უნდა შეასრულოს საქართველომ 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, რომ 6 თვეში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. სახელისუფლებო პარტიამ მსჯელობისთვის ოპოზიცია დაიბარა, თუმცა შალვა პაპუაშვილის კაბინეტში მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი მივიდა. არა და მთავარი განსახილველი საკითხი პოლარიზაციის შემცირება იყო. პოლიტიკური ოპონენტების ეს გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ დესტაბილიზაციის შექმნის სურვილით ახსნეს .