პარლამენტის თავმჯდომარის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა

07 ივლ 2022

პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. 

როგორც შეხვედრის შემდეგ ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ 6 თვიან პროცესზე ისაუბრეს და ხედვები გაცვალეს.

მისი თქმით, ინკლუზიური პროცესისთვის მეტი ნაბიჯია გადასადგმელი, და ის, რაც შესთავაზა მმართველმა გუნდმა საზოგადოებას, არ არის საკმარისი.