ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფორმა მოირგო

06 ივლ 2022, 12:56

0
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ქალაქ ნეაპოლშია და საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" მაისური პირველად მოირგო.

კვარაცხელიამ "დინამო" ბათუმი ივნისის ბოლოს დატოვა.

ბათუმური კლუბის მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.