ერთიანი ეროვნული გამოცდები

06 ივლ 2022

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღესაც ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-ზე მეტი გამოსაცდელი. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიაზე კი მასწავლებელთა გამოცდა იწყება. პედაგოგები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას ჩააბარებენ, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები კი გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების მიზნით გაივლიან ტესტირებას.