სლავიანსკი მასშტაბურად იბომბება - ქალაქის მერი

05 ივლ 2022

სლავიანსკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი მასშტაბურად იბომბება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„სლავიანსკი! ქალაქი მასშტაბურად იბომბება! ცენტრი, ჩრდილოეთი. ყველა დარჩით თავშესაფრებში“, – წერს ვადიმ ლიახი.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის ზონაში მოექცა ადგილობრივი ბაზარიც. არსებული ინფორმაციით გარდაიცვალა მინიმუმ ერთი ადამიანი.

ქალაქი სლავიანკსი, რამდენიმე დღის წინაც დაიბომბა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.