“შინ ევროპისკენ” – აქცია 

04 ივლ 2022

ის, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იქნებოდა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გუშინ დაანონსეს.  ,,შინ ევროპისკენ“  რუსთაველის გამზირზე აქცია გუშინ გაიმართა.

მოგვიანებით  მონაწილეთა ნაწილმა,  მსვლელობით პარლამენტიდან ,,ქართული ოცნების“ ოფისისკენ , ნაწილმა კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, სადაც ღამე გაათიეს.  

აქციის მონაწილეების  განცხადებით, მათი ნება ურყევია და   რომ ექვს თვეში ქვეყანა ევროპულ გზაზე უნდა  დააბრუნონ. 

აქციის მთავარი მოთხოვნა როგორც უკვე , გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.