კამპანია: “ნუ წაართმევ ბავშვობას”

03 ივლ 2022

„ნუ წაართმევ ბავშვობას“ – ამ სახელწოდებით  შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის  დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

კამპანია ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრის, ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზნით განხორციელდა.

საინფორმაციო კამპანია 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა.

გაიმართა თემატური შეხვედრები საქართველოს შვიდ რეგიონში.