ალტ-ინფოს წევრებისა და მხარდამჭერების დაკავება

02 ივლ 2022

პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა, მათ შორის არიან ალტ-ინფოს წევრები.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც დღეს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს.

ალტ-ინფოს" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მათი ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო.