ვოლოდიმირ ზელენსკის მორიგი მიმართვა

02 ივლ 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის მადლობა  გადაუხდა.

პენტაგონმა  უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა,  პაკეტის ღირებულება 820 მილიონი დოლარია და მოიცავს  2 „საზენიტო სარაკეტო სისტემას და „ჰაიმარსის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას.

ზელენსკის თქმით, უკრაინა პარტნიორებთან ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს  სხვა ახალ იარაღზე და ყველაფერს აკეთებს ოკუპანტების უპირატესობის დასარღვევად.