ტრაგედია ხოფაში

01 ივლ 2022

თურქეთში, ხოფასთან ახლოს ცენტრალური გზის ლოდებისგან გასუფთავება გრძელდება. სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. დიდი ლოდების აფეთქება ტექნიკურად ტერიტორიაზე შეუძლებელია, ამიტომ მისი დაქუცმაცება ხდება. კლდის მასა დაახლოებით დილის 8 საათზე ჩამოიშალა, ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა, დაიღუპა 1 აზერბაიჯანის მოქალაქე და დაშავდა 3. საქართველოს მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა პარალიზებულია.