დღის ბოლოდან საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი

01 ივლ 2022

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისს დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების  გააქტიურება გამოიწვიოს.