მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

01 ივლ 2022

მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.

მისივე ცნობით,  სამარხში 100-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი.

„ახალი ძმათა სასაფლაო ლევობერეჟიეს ნანგრევების ქვეშ. კიევის ქუჩა 53. კვლავ 100-ზე მეტი ცხედარი თებერვლის ბოლოდან“, – აღნიშნავს ანდრიუშენკო.

მერის მრჩეველი ამბობს, რომ მარიუპოლში ექსჰუმაცია ფაქტობრივად შეჩერებულია.