სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტია

30 ივნ 2022

სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტია-ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

"პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი.

მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენის მიზნით, პრეზიდენტი სამუშაო გარემოს დაუბრუნდება შესაბამისი ტესტირების შემდგომ"- წერია განცხადებაში.