აჭარის საიმიჯო რგოლები დუბაის საერთაშორისო აეროპორტში

30 ივნ 2022

აჭარის საიმიჯო რგოლები დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მთავარი გასასვლელებისა და დარბაზების მონიტორებზე ტრიალებს.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი წლის განმავლობაში 29 მილიონამდე მგზავრს ემსახურება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ბათუმში კვირაში 20 პირდაპირი რეისი ხორციელდება.