სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

30 ივნ 2022

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის ქსელში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

უწყების ინფორმაციით, განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის მიზნით განხორციელებული საქმიანობა, იმსჯელეს აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო ხედვებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, გაუჩინარებულთა მოძიების პროცესში მრავალწლიან მოლოდინსა და გაურკვევლობაში მყოფი ოჯახების მდგომარეობაზე.