სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა

29 ივნ 2022

სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა.  პროგრამის ბიუჯეტი ახლა 198 ათას 900 ლარია, შესაბამისად პროგრამით დამატებით 50-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ჯამში წელს პროგრამა 450-მდე სმენადაქვითებულ პირზეა გათვლილი. 

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ   შშმ პირებს, მათ შორის ბავშვებს, ხანდაზმულებს, პირებს, რომლებთაც აქვთ ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სმენის დაქვეითება.

პროგრამის ფარგლებში სმენის აპარატების მომსახურება ფინანსდება სრულად.