ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტი

28 ივნ 2022

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის  ვიზიტი საქართველოში. დელეგაციის წევრები საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

ისაუბრეს  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და მიმართულებაზე, ორმხრივ საპარლამენტო დიალოგზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო წლების განმავლობაში ნატო-ს სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს.