საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას კრემენჩუკის თავდასხმის შემდეგ

28 ივნ 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს მიმართავს და  კრემენჩუკში მომხდარ სარაკეტო დარტყმას ეხმაურება.   

პრეზიდენტმა უკრაინელებს სოლიდარობა ვატიკანიდან გამოუცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა  მომხდარს უსასტიკესი ფაქტი  უწოდა.