საქართველოს ქალთა ნაკრები დღეს ირლანიას უმასპინძლებს

27 ივნ 2022

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. 

გიორგი ჩხაიძის გუნდი ირლანდიის ნაკრებს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დღეს 27 ივნისს  20:00 საათზე დაუპირისპირდება.

7 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველო 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, ხოლო ირლანდია 8 ქულით მესამეზე არის და ჯგუფიდან გასასვლელად იბრძვის.

მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "YouTube" არხზე იხილავთ.