იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს

27 ივნ 2022

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს. ტოკიო  70 ფიზიკური პირის აქტივებს დააყადაღებს. თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ 90 ორგანიზაციას კი ექსპორტზე შეზღუდვებს დაუწესებს.

გაერთიანებულ სამეფოსთან, აშშ-სთან და კანადასთან ერთად იაპონია აწესებს ემბარგოს რუსული ოქროს იმპორტსა და ვაჭრობაზე. მანამდე იაპონიამ  სანქციების რამდენიმე პაკეტი მოამზადა.

შეზღუდვები დაწესდა რუსეთის ფედერაციის 700-ზე მეტ მოქალაქესა და  200-ზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციაზე.