ბათუმში, ოთხი ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

26 ივნ 2022

ავარია გორგილაძის ქუჩაზე - შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი მოზარდი. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

საგზაო შემთხვევის დროს ერთდროულად 4 ავტომობილი დაზიანდა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება