საქართველოს ნაკრები პლეი ოფში ხორვატიას შეხვდება

26 ივნ 2022

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და მერვედფინალში გავიდა.

ქართველი წყალბურთელები მეოთხედფინალში გასასვლელ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ეს მატჩი 27 ივნისს 17:30 საათზე არის ჩანიშნული. ამ წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე სერბეთის ნაკრებს შეხვდება.
 
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 3 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ბრაზილია 14:10 დაამარცხა, ხოლო მონტენეგროსთან მინიმუალური სხვაობით 9-10, მასპნძელ უნგრეთან კი 14-18 დათმო.

შეგახსენებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტი საქართველო მას მერე მოხვდა, რაც რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოკვეთეს.